მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
ახლახან, მე-9გ კლასის მოსწავლეებმა საინტერესო სასწავლო პროექტზე იმუშავეს, რომლის სახელწოდებაა - USA vs UK. პროექტს მასწავლებელი სოფიო ადამია ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ამ პროექტის მიზანია შეადაროს შეერთებული შტატებისა (USA) და გაერთიანებული სამეფოს (UK) სხვადასხვა ასპექტები, როგორიცაა ისტორია, კულტურა, ეკონომიკა, განათლება, სამართლებრივი სისტემა და სოციალური ცხოვრება.
აშშ და გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს ორი გავლენიანი ქვეყანაა, რომლებიც ერთმანეთთან ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. მიუხედავად ამ კავშირებისა, მათ შორის ბევრი მნიშვნელოვანი განსხვავებაც არსებობს.
მოსწავლეებმა პროექტის საშუალებით გაანახლიზეს და შეადარეს ამ ორი ქვეყნის მთავარი მახასიათებლები შემდეგი კუთხით:
„პროექტი მიზნად ისახავს გააღრმაოს ცოდნა ამ ორი ქვეყნის შესახებ და აჩვენოს მათი მსგავსებები და განსხვავებები, რაც ხელს შეუწყობს უკეთ გაგებას როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე პერსპექტივიდან“,- დასძენენ სკოლაში.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა, საკითხის შესახებ ცოდნა გაიღრმავეს და ახალი ინფორმაციაც მოიძიეს.
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები