მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
2 აპრილს, სკოლის IIIგ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ლელა მიქაძე) სკოლის ბიბლიოთეკაში საბავშვო წიგნის დღე აღნიშნეს.
„ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან და ბავშვობაში წაკითხული წიგნებიდან მოვდივართ. სწორედ ეს წიგნები გვაყალიბებენ ადამიანებად. 2 აპრილს ყველაზე დიდი მეზღაპრის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეა, მოწყენილი და მხიარული, ღარიბი და მდიდარი, ბედნიერი და არც თუ ისე ბედნიერი ბავშვების მეზღაპრის და, ლოგიკურია, რომ სწორედ 2 აპრილს აღინიშნება საბავშვო წიგნის დღეც. ალბათ, საბავშვო ლიტერატურაა ის სიკეთის ძალა, რომელიც სულ ოდნავ მაინც უნარჩუნებს წონასწორობას ადამიანებს ამ რთულ რეალობასა და ყოველდღიურად სულ უფრო არეულ დედამიწას“,- აღინიშნა ღონისძიებაზე, რომელმაც ხაზი გაუსვა წიგნის კითხვის მნიშვნელობას.
ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც მოსწავლეებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას ისახავდა მიზნად.
პედაგოგმა კი მოსწავლეებთან ისაუბრა თუ რა გავლენას ახდენს ლიტერატურა ადამიანის აზროვნებასა და ემოციებზე.
მე-3 კლასელებმა გააცნობიერეს, რომ კითხვა არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ წარმოსახვისა და შემოქმედებითობის განვითარების საუკეთესო საშუალებაა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები