სიახლეები
პიროვნება

„მნიშვნელოვანია მასწავლებელი ფლობდეს ემოციურ ინტელექტს“ - მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია აბურჯანია
04-04-2025
-
+


დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია აბურჯანია მოსწავლეთა ხარისხიან განათლებაზე ზრუნავს და ბავშვებს მათ საჭიროებებზე, ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობს.

მოსწავლეთა დიდი მხარდამჭერი, მათთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა, ახალგაზრდებს ნიჭისა და უნარების რეალიზაციაში ეხმარება და საკუთარი წვლილი შეაქვს განათლებული თაობის ფორმირებაში. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია აბურჯანია პასუხობს.       

 - პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- მოსწავლის საჭიროებებზე, ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ სასწავლო სივრცეს, სადაც მას შეუძლია იყოს დომინანტი, შეძლოს ინდივიდუალობის შენაჩუნება და ბარიერების გარეშე მიიღოს შესაბამისი განათლება.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მხარდჭერის უნარი, რომელიც მოსწავლეს მისცემს შანსს თავი იგრძნოს მშვიდ და მეგობრულ გარემოში. ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებელი ფლობდეს ემოციურ ინტელექტს, რომელიც ბავშვს განავითარებს არა მხოლოდ აკადემიური კუთხით, არამედ შეუნარჩუნებს მენტალურ სტაბილურობას. 

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ...

- რადგან აქვთ მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთისადმი, გამოირჩევიან პასუხისმგებლობითა  და პატივსცემით, აკეთებენ თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმს.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- მეგობრული და თანამშრომლობითი  სასკოლო გარემოს შექმნას, სადაც თანაბრადაა გადანაწილებული დაკისრებული მოვალეობები.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- სურვილი, რომ ცხოვრებას გამოვსტაცო ყველა ის სასიამოვნო მომენტი რისი მოცემაც შეუძლია და ვიყო გარანტი ჩემი ყოველი მოსწავლისთვის, რომ თავიანთი ნიჭისა და უნარების რეალიზაცია შეძლონ.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- არ არის კონკრეტული წიგნი, რადგან ნებისმიერ მათგანს აქვს გარკევული ღირებულება და ბავშვები ხდებიან იმაზე ბევრად უკეთესები, ვიდრე წაკითხვამდე იყვნენ. თუმცა საბავშვო ლიტერატურაში გამოვარჩევდი ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობებს. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- იყო პიონერთა ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი აქტივობები, რომელთა დროს ვქმნიდით კედლის გაზეთების, ვაწყობდით პოეზიის საღამოებს, ვიკრიბებოდით, რათა სხვადასხვა თემაზე საკუთარი შეხედულება დაგვეფიქსირებინა.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება