მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო და გასართობი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია, საგაზაფხულო ღონისძიება, რომელაც დიდი ზარ-ზეიმით ჩაიარა და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
ბავშვებმა მიულოცეს დედებსა და ქალბატონებს გაზაფხულის შემობრძანება.
დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, მათ სიტყვით, ლექსით და სიმღერით ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს, გაიხსენეს სახელოვანი ქალები, დედები და დედოფლები. ღონისძიება დახუნძლული იყო მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრებით.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ მუსიკის პედაგოგი ვერა მელაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ბაღის მენეჯერები ვერ ართმევდნენ თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს“...
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის