მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნევან და ბავშვებს ბუნების დაცვისკენ მოუწოდებენ.
სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გამწვანების ღონისძიება გაიმართა.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ტრადიცია არ დაარღვიეს და მრავალფეროვანი ახალი ნერგი შემატეს სკოლის ეზოს.
ზოგმა ხილი დარგო, ზოგმა ყვავილებითა და მარადმწვანე ბუჩქებით დაამშვენა გარემო.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები თავიანთ დარგულ ხეებზე თავადვე იზრუნებენ.
„ნერგებს გავუკეთეთ წარწერები რათა პატარებმა თვითონ იზრუნონ და მოუარონ თავიან ნერგებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და გარემოსდაცვის საკითხებისადმი ინტერესი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ