სიახლეები
სკოლები

თბილისის N28 სკოლის მე-7 კლასელები უცხოური ენის ღია გაკვეთილზე  მსოფლიოს უჩვეულო სკოლებს გაეცნენ
16-04-2025
-
+


თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხოურ ენებს ხალისითა და დიდი ინტერესით სწავლობენ, რადგან პედაგოგები მათ მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და სასწავლო პროცესს სხვადასხვა საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით უმრავალფეროვნებენ

მათ შორის აღსანიშნავია, მე-7 კლასელთა საინტერესო ღია გაკვეთილი თემაზე - „მსოფლიოს უჩვეულო სკოლები“. სასწავლო პროცესს პედაგოგი ინეზა შაქარიშვილი ხელმძღვანელობდა.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება სხვა ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებისადმი, სიტყვიერ-კომუნიკაციური უნარების განვითარება, ენობრივი მარაგის გამდიდრება. 

გაკვეთილზე ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაციები მსოფლიოში არსებულ არატრადიციულ სკოლებზე. მათ განიხილეს განსხვავებები ჩვეულ და უჩვეულო სასწავლო გარემოს შორის, ასევე იმსჯელეს, როგორ მოქმედებს სასკოლო სივრცე მოსწავლის მოტივაციასა და სწავლაზე.

გაკვეთილი მოტივაციური და ინტერაქტიული იყო, რამაც ხელი შეუწყო სწავლების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება

იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა

ანაზღაურება სიცოცხლის ბოლომდე შენარჩუნდება აკადმიკოსებისა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტებისთვის

დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები

პიროვნება
„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

სკოლები

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ისაუბრეს მეფეთა მეფის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ

მეშვიდეკლასელების მიერ დაწერილმა ესეებმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში დიდი მოწონება დაიმსახურა

კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო და შემეცნებითი, არამედ სახალისოც აღმოჩნდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: მარიამ კარკაძე და თამარ კობახიძე, მუსიკალური გაფორმება კი ეკუთვნის პედაგოგ თამილა გიგატაძეს

ღია გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი, შემეცნებითი პრეზენტაცია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება