მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში გაზაფხულის სიხალისე უკვე ტრადიციადქცეული შემოქმედებითი ღონისძიებებით იგრძნობა.
სკოლაში გაზაფხულისა და ქალბატონებისადმი მიძღვნილი ლამაზი და შთამაგონებელი ღონისძიებები გრძელდება.
ღონისძიება, რომლის ინიციატორიც ინგლისური ენის მასწავლებელი - სუზანნა არუტუნიანი გახლდათ, გამოირჩეოდა მრავალფეროვანი შინაარსითა და შთამბეჭდავი ატმოსფეროთი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-4 და მე-7 კლასის მოსწავლეები. გაზაფხულის ფერებში მორთულ დარბაზში მოსწავლეებმა ინგლისური და სომხური ლექსებით, სიმღერებით ლამაზი ცეკვებით მიულოცეს პედაგოგებს გაზაფხულის მოსვლა და ქალთა საერთაშორისო დღე.
მოსწავლეთა წარმოდგენები ემოციურად დატვირთული, მხიარული და შთამაგონებელი იყო, რამაც დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატეს – დედების, პედაგოგების და ყველა იმ ქალის მიმართ, ვინც სიყვარულითა და მზრუნველობით ავსებს ჩვენს ყოველდღიურობას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ