მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სახალხო დამცველის 2024 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა. აღსანისნავია ისიც, რომ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან.
ანგარიშის მიხედვით, 2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით, ოკუპირებული გალის რაიონში 30 სრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. სკოლებში, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით, მოსამზადებლიდან მე-11 კლასის ჩათვლით, 3348 მოსწავლე ირიცხება. რაც შეეხება პედაგოგების რიხოვნობას, ჯამში დასაქმებულია 948 მასწავლებელი.
მშობლიურ ენას, ოკუპირებული გალის სკოლებში რიგითი საგნის სტატუსი აქვს. სკოლებში, წინა წლების მსგავსად, ყველა საგანი რუსულ ენაზე და რუსეთის ფედერაციის სკოლებისთვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოებით ისწავლება. რუსულ ენას, კვირაში, პირველიდან - მეთერთმეტე კლასის ჩათვლით, 79 საათი ეთმობა. კლასგარეშე ღონისძიებებიც რუსულ ენაზე ტარდება. პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან. იძულებითი რუსულენოვანი აღზრდა - განათლება მიმდინარეობს საბავშვო ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებშიც.
რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. საანგარიშო წელს მოსწავლეების არარსებობის გამო ბოლო ქართული სკოლაც დაიხურა.
აღსანიშნავია, რომ ქართული სკოლები ეტაპობრივად დაიხურა: ჯერ გაუქმდა დაწყებითი კლასები, შემდეგ ყოველწლიურად თითო კლასი. 2024 წელს სკოლა ბოლო კურსდამთავრებულებმა დაამთავრეს. ოკუპირებულ ახალგორში, ამ ეტაპზე, ფუნქციონირებს მხოლოდ 5 სკოლა. აქედან, 4 სკოლაში ქართული ენა, როგორც საგანი, მხოლოდ მე-11 კლასში ისწავლება. 2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით, ახალგორის სკოლებში, ჯამურად 50 მოსწავლე ირიცხება და 79 პედაგოგია დასაქმებული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე