მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მათემატიკა მეცნიერებისა და ტექნოლოგეიბის განვითარების საფუძველია, შესაბამისად, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში საგნის სიღრმისეულ და ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. საგნისადმი ინტერესის გასაღვივებლად პედაგოგები არაერთ ღონისძიებასა თუ აქტივობას მიმართავენ.
მათ შორის, სკოლაში მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელობით, ჩატარდა მათემატიკის კვირეული.
კვირეულის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა. კვირეული დაასრულა შემოქმედებითმა კონფერენციამ.
ბავშვებმა მოიძიეს არაერთი საინტერესო ინფორმაცია, დაამუშავეს და წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილებდნენ ყველა საფეხურის მოსწავლეები.
ბავშვებმა იმუშავეს და წარმოადგინეს თემები - „მათემატიკა რენესანსის პერიოდში“, „რიმანის თეორემა“, „გამოჩენილი ქართველო მათემატიკოსები“, „ყველაფერი პროცენტის შესახებ“, „პითაგორას თეორემა და პითაგორელები“ და სხვა.
კონფერენციას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები და მათემატიკის კათედრის წევრები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თოვლი, წვიმა, ძლიერი ქარი... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - რა ცვლილებების შეტანა შეგილიათ 10 აპრილის ჩათვლით სარეგისტრაციო განაცხადში
საბუეს საჯარო სკოლაში სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შიდა სასკოლო შეჯიბრება გაიმართა ფრენბურთში