მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სკოლაში წარმატებით მუშაობს მოსწავლეთა თვითმმართველობა, რომლის თავმჯდომარე საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევა.
სამთაწყაროს საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სარდალაშვილმა, მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეებთან ერთად, დაგეგმა და წარმატებით განახორციელა სასკოლო სპორტული აქტივობები.
აქტივობების მიზანია მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, გუნდური მუშაობის უნარების განვითარება და სკოლის ცხოვრების გამრავალფეროვნება.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ მინი-ფეხბურთსა და სხვა სპორტულ თამაშებში. შექმნეს გუნდები და მეგობრული მატჩები გამართეს.
სპორტული ღონისძიება მიმდინარეობდა მუსიკალური ფონის თანხლებით. ღონისძიების მონაწილეთა განწყობაზე სკოლის ნიჭიერმა მოსწავლემ — ლუკა მამულაშვილმა იზრუნა და დირეჯის როლი მოირგო. მისმა მუსიკალურმა არჩევანმა ღონისძიებას დამატებითი განწყობა და ენერგია შესძინა.
შედეგად გაძლიერდა მეგობრული ურთიერთობები და გუნდური სული მოსწავლეებს შორის, ამაღლდა მოტივაცია და დაინტერესება სპორტული აქტივობების მიმართ, გაჩნდა პოზიტიური და მხიარული განწყობა სკოლის ეზოში, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა თვითმმართველობის როლი და მოსწავლეთა ინიციატივის ძალა.
„სკოლის ადმინისტრაცია გულწრფელ მადლობას უხდის ნიკოლოზ სარდალაშვილს, ლუკა მამულაშვილს ლუკა და თვითმმართველობის ყველა წევრს ინიციატივისა და ორგანიზებული მიდგომისთვის. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას, მათ განვითარებას და სკოლის ცხოვრების გამრავალფეროვნებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა