სიახლეები
სკოლები

„ციფრთა ქვეყანა“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი სასწავლო პროექტი და მოგზაურობა მათემატიკის შემეცნებით სამყაროში
08-04-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პირველმა კლასმა, დამრიგებლის - განგა ჭუჭუხაშვილის ხელმძღვანელობით, განახორციელა თვალსაჩინო და შემოქმედებითი სასწავლო პროექტი თემაზე - „ციფრთა ქვეყანა“. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები: სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი. პედაგოგები - ლია მეხრიშვილი,  მარიამ ტაბატაძე, რიტა ოთარაშვილი და ქეთევან ხუციშვილი.

პროექტის მიზანი იყო I კლასელებისთვის მათემატიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ – ნულის მნიშვნელობის გააზრება, ციფრების მნიშვნელობის და როლების ცოდნა, რიცხვების შედარების, წინა და მომდევნო რიცხვების დასახელების უნარის განვითარება.

ბავშვებმა შეისწავლეს, როგორ ცვლის ნული რიცხვის მნიშვნელობას და როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან ციფრები „ციფრთა ქვეყანაში“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის შედეგად მოსწავლეებმა უნდა შეძლონ: ნულის მნიშვნელობის სწორი გააზრება, რიცხვების შედარება, წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება, ციფრების როლის განსაზღვრა რიცხვთა შემადგენლობაში.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური ზღაპარი – „ციფრთა ქვეყანა“, რომელიც აჩვენებდა ციფრების როლს სასკოლო და საზოგადო ცხოვრებაში. მათ შეასრულეს ციფრებთან დაკავშირებული ლექსები და სიმღერები, რაც განსაკუთრებით მოეწონა დამსწრე საზოგადოებას.

„ნამდვილად შთამბეჭდავი წარმოდგენა იყო. ბავშვები იყვნენ თავისუფლები, მოტივირებულები და ზუსტად გადმოსცეს ციფრების მნიშვნელობა. ასეთმა ფორმატმა მათში ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა!“,- აღნიშნავს პედაგოგი ლია მეხრიშვილი. 

პედაგოგ მარიამ ტაბატაძის თქმით, კი პროექტმა ნათლად აჩვენა, რომ სწავლება შეიძლება სახალისოც იყოს და ძალიან ღირებულიც

„ასეთი მიდგომა მოსწავლეებს დიდხანს დაამახსოვრდებათ“,- აღნიშნავს ის. 

„ყოჩაღ დამრიგებელს და მის პატარა მათემატიკოსებს! ბავშვებმა ისე ბუნებრივად და დამაჯერებლად წარმოაჩინეს ციფრების სამყარო, რომ თვითონ ციფრებიც კი იამაყებდნენ!“,- ამბობს პედაგოგ რიტა ოთარაშვილი.

როგოც პედაგოგი ქეთევან ხუციშვილი აღნიშნავს -  „ამ პროექტმა დაამტკიცა, რომ ზღაპარი და სწავლა შესანიშნავი კომბინაციაა. ბავშვებმა ციფრები შეიგნეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“. 

ღონისძიება დადებითად შეაფასეს,  როგორც მასწავლებლებმა, ისე სკოლის ადმინისტრაციამ.

დირექტორის მოადგილემ, ელენე გრიგორიადისმა, ხაზი გაუსვა მოსწავლეთა ჩართულობას და მათ წარმატებები უსურვა.

სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ჩიტაურმა, გადასცა მადლობის სიგელები როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს და სურვილი გამოთქვა, რომ მომავალშიც განხორციელდეს არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი პროექტი.

ასეთი პროექტები აძლიერებს მოსწავლეების მოტივაციას, ავითარებს მათ შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას და ამყარებს თანამშრომლობას მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება