მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით.
მათ შორის, „პი“ რიცხვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სკოლის მათემატიკის კათედრამ და მაღალი კლასების მოსწავლეებმა გამართეს თემატური ღონისძიება.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის მათემატიკის პოპულარიზაცია და „პი“ რიცხვის მნიშვნელობის წარმოჩენა.
მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები „პი“ რიცხვის ისტორიაზე, მისი გამოყენების სფეროებზე მეცნიერებაში, ხელოვნებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საინტერესო ფაქტები და ამოცანები, წარადგინეს მხატვრული და კრეატიული ნამუშევრები.
ღონისძიება მეგობრული და ინტერაქტიული გარემოთი გამოირჩეოდა და დაამტკიცა, რომ მათემატიკა მხოლოდ ფორმულები არ არის — ის შემეცნება, ლოგიკა და გართობაცაა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.