მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.
მათ შორის, პირველი აპრილის ტრადიციასთან დაკავშირებით, უჩმანის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის - კარინე თამასიანის ინიციატივით, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „საპირველაპრილო ხუმრობა“.
ამ ღონისძიებით მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებელთან ერთად სიცილის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ღონისძიება გამოირჩეოდა კრეატიულობითა და მრავალფეროვანი აქტივობებით. მოსწავლეებმა წარადგინეს სახალისო დიალოგები, ინცენირებები. მათ ასევე, იუმორისტული ინგლისურენოვანი გამონათქვამები გააჟღერეს.
სიცილით სავსე გარემოში ყველას საშუალება მიეცა, გამოეხატა პოზიტიური ემოციები და მეგობრებთან ერთად გაეზიარებინა მხიარული განწყობა.
ღონისძიებამ არა მხოლოდ შექმნა მეგობრული ატმოსფერო, არამედ ხელი შეუწყო მოსწავლეთა კრეატიულობის განვითარება და ინგლისური ენის ცოდნის ამაღლებას. პირველი აპრილი სკოლაში იქცა იუმორსა, ცოდნისა და პოზიტიური ემოციების გაზიარების ზეიმად.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ