მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, კოჭბანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ბავშვები აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად, პედაგოგები საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამის დასტურია მესაზღვრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - კოჭბანის საჯარო სკოლამ სასაზღვრო პოლიციის N4 სამმართველოს სასაზღვრო სამსახურის უფროსს, სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკს, არსენა გიგაურსა და სასაზღვრო პოლიციის ყოფილ კაპიტანს, დავით არაბულს უმასპინძლა, რომელიც ამჟამად ისტორიის მასწავლებელია.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, აქტვობის ფარგლებში სტუმრებს მოსწავლეებმა (როგორც საბაზო და საშუალო, ასევე დაწყებითი III-IV კლასის მოსწავლეებმა) კითხვები კითხვები დაუსვეს, რომლებიც ეხებოდა საგნებს: „სამოქალაქო განათლებასა“ და „მე და საზოგადოებას“.
მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შესახებ, ასევე ბავშვებს ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყნის საზღვრებსა და საზღვრის მცველების, მესაზღვრეების რთულ, საპასუხისმგებლო ცხოვრებასა და საქმიანობაზე.
ინფორმაციისთვის: 21 მარტი ქართველი მესაზღვრის დღეა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარს იცავს სასაზღვრო პოლიცია, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური სამსახური და სამართალდამცველი ორგანოა.
სასაზღვრო პოლიციის მისიაა, დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, სასაზღვრო ზოლი, სასაზღვრო ზონა და საქართველოს საზღვაო სივრცე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოს ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოება.
ქართველი მესაზღვრის დღე 1999 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა