მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლასურიაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და იმავდროულად, უსაფრთხო, ინკლუზიური, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა სასკოლო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ამის დასტურია ლასურიაშის საჯარო სკოლაში ჩატარებული აქტივობა, რომელიც აუტიზმის ცნობადობის ამაღლებასა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთრი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები, წარმოადგინეს მრავალფეროვანი აქტივობები, საჯაროდ გამოხატეს მხარდაჭერა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების მიმართ და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, მე-7 კლასის მოსწავლე ნინი ხეცურიანმა, და მე-9 კლასის მოსწავლემ - მელანო მერცმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია; გარდა ამისა, ბავსვებმა დაამზადეს კედლის გაზეთი და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, საზოგადოებაში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების აუცილებლას - „გავზარდოთ ცნობიერება - გავაძლიეროთ მხარდაჭერა“.
ლასურიაშის საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიება, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ სპეციალური მასწავლებელი ლალი გვიშიანი და ბიოლოგიის პედაგოგი ნანა ფუტკარაძე, ემპათიის უნარის გამომუშავებას, სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად.
ინფორმაციისთვის: აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე 2 აპრილს, 2007 წლიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნება.
მისი მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“
„ჩვენ ალბათ ვერ ვხვდებით, რომ უკვე მომავლის სკოლაში ვართ...“
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი - ნატო ნანავა
„ვცდილობთ, სასკოლო აქტივობები ისე დავგეგმოთ, დროის გამოწვევებსაც ვუპასუხოთ, ბავშვებიც არ გადავღალოთ“...