| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კასპის მუნიციპალიტეტის, ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ბავშვები აქტიურად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად, პედაგოგები საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ამის დასტურია გასვლითი ღონისძიება ქვათახევის მონასტერში, რომელსაც ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი - ნაზი ხუციშვილი.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, ექსკურსიის მიზანი გახლდათ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, სწავლება არა მხოლოდ ფორმალურ, არამედ არაფორმალურ გარემოში:
„კლასგარეშე განათლება (ბუნებასთან კავშირი, მწერლების დამოკიდებულება ბუნების მიმართ, ბუნების როლი ადამიანის (მწერლების) ცხოვრებაში, ხუროთმოძღვრების ძეგლები); გარდა ამისა, გასვლითი აქტივობისა დროს, მოსწავლეებს უვითარდებათ სოციალური უნარები, პასუხისმგებლობის გრძნობა, ზრუნავენ ერთმანეთზე და წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სკოლის დირექცია კი პედაგოგ ნაზი ხუციშვილს მადლობას უხდის არაფორმალური სწავლების ხელშეწყობისათვის.
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს