მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N136 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-6ა კლასში განხორციელებული პროექტი თემაზე - „ძველი და თანამედროვე თბილისი“, რომელსაც ისტორიის პედაგოგი ეკატერინე ანჯაფარიძემ ხელმძღვანელობდა.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის თბილისის, როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი ქალაქის უკეთ გაცნობა, მისი კულტურული მნიშვნელობის გააზრება და წარსულთან კავშირის დადგენა. მოსწავლეებმა ისაუბრის თბილისი დაარსებაზე. მის ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე. შეადარეს ერთმანეთს ძველი და თანამედროვე ქალაქი. ასევე დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები.
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო ძველი და თანამედროვე თბილისის შედარება – მოსწავლეებმა გამოიკვლიეს, როგორ შეიცვალა არქიტექტურა, ინფრასტრუქტურა, ქალაქის სტილი და როლი დროთა განმავლობაში. მათ დაასახელეს ისეთი ისტორიული უბნები და ძეგლები, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ ძველ თბილისის ხიბლს და ისაუბრეს თანამედროვე ურბანულ სივრცეებსა და მათ მნიშვნელობაზე. პლაკატებში კი ბავშვებმა ასახეს ქალაქის ისტორია, კულტურული ღირსშესანიშნაობები.
პროექტი მოსწავლეებისთვის საინტერესო გამოცდილებად იქცა და ხელი შეუწყო როგორც ისტორიული ცოდნის გაღრმავებას, ასევე პრეზენტაციის, თანამშრომლობისა და კვლევის უნარების განვითარებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.