მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
27 მარტს, სკოლის მე-6გ კლასში ჩატარდა კლასგარეშე კითხვის გაკვეთილი (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მადონა ჭელიძე).
მოსწავლეები გაეცნენ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „კედელს“. გაკვეთილზე მასწავლებელმა გამოიყენა პაუზებით კითხვის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებს გაიაზრონ და სიღრმისეულად დაამუშაონ ტექსტი.
აღნიშნული მეთოდი მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას, არგუმენტირებული მსჯელობის უნარს. გაკვეთილი მოსწავლეებისათვის საინტერესოდ წარიმართა. ისინი მსჯელობდნენ ტექსტის შესახებ, პასუხობდნენ კითხვებს, გამოთქვამდნენ ვარაუდებს. საუბრობდნენ ნაწარმოების პერსონაჟებზე, მათ თვისებებზე, ქცევის მოტივებზე. ტექსტის ნაწილ-ნაწილ დამუშავების შემდეგ იმსჯელეს ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემებზე, მწერლის მთავარ სათქმელზე. გაიმართა დისკუსია საკითხზე - რამდენად აქტუალურია 21-ე საუკუნეშ საკითხი ბუნების დაცვის შესახებ.
მოსწავლეებმა მისწერეს წერილი სოფლის გლეხობას, რომელშიც მათ განუმარტეს რამდენად მნიშვნელოვანია ტყის დაცვა და რა საფრთხე ემუქრებათ მისი გაჩეხით.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოავლინეს ტექსტის გააზრებულად წაკითხვისა და გაანალიზების, არგუმენტირებულად მსჯელობის, დასკვნების გამოტანისა და ლოგიკური აზროვნების უნარები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ