| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის, საბუეს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე; ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სკოლაში მნიშვნელოვანი პროიორიტეტია საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა.
ახლახან, საბუეს საჯარო სკოლის V კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მუსიკასა და ხელოვნებაში, რომლის თემაც გახლდათ: „მიმიკა, ემოცია, ჟესტიკულაცია მუსიკასა და ხელოვნებაში“.
მოსწავლეებმა არსებული რესურსებით თავად დაამზადეს ნივთები, რომლის გამოყენებითაც დადგეს მცირესიუჟეტიანი წარმოდგენა მუსიკის თანხლებით; ბავშვებმა უხმოდ გადმოსცეს ემოცია და ინსცენირების შინაარსი.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, გაკვეთილი იყო საინტერესო, ხალისიანი და დატვირთული მრავალფეროვანი აქტივობებით.
ორგანიზატორები კი გახლდნენ პედაგოგები: ნანა ზაალიშვილი და მაია ახალკაციშვილი.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს