მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრობის მსურველებს განაცხადის გაკეთება 11 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 18 ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს მიღებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოების წევრობის კანდიდატები შეიძლება იყვნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული, მოწვეული/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი, გარდა - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამფუძნებლის ან/და წილის
მფლობელისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლეს მმართველობით თანამდებობაზე დასაქმებული პირებისა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი), რექტორის მოადგილე (პრორექტორი), ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი) დამსაქმებელთა წარმომადგენლები, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტი, აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები, რომლებსაც გააჩნიათ საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციური მართვის, განვითარების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით სათანადო ცოდნა.
განცხადებების მიღება წარმოებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის ელექტრონული ფოსტის - jobs@eqe.ge - მეშვეობით
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პრობლემები უკავშირდება ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დაბალ ინფორმირებულობას, სტერეოტიპებსა და შესაბამის პრაქტიკას
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის