სიახლეები
სიახლეები

43 მოსწავლეს ქორწინების მიზეზით შეუწყდა ან შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი - 2024 წელს 427 არასრულწლოვანის ორსულობა აღირიცხა
11-04-2025
-
+


2024 წელს 427 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ხოლო არასრულწლოვან მშობლად კი 365 პირი. სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის საპარტლამენტო ანგარიშში ვკითხულობთ გასულ წელს ქორწინების მიზეზით 43 მოსწავლეს (38 გოგო 5 ბიჭი) შეუწყდა ან შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი. 

თუმცა უნდა აღინიშნოს რომ სტატისტიკური მონაცემი, შესაძლოა, რეალურ სურათს არ ასახავდეს, რადგან სწავლის მიტოვების საფუძვლები ხარვეზულად მიეთითება. განსაკუთრებით პრობლემურია „მშობლის განცხადების“ საფუძველზე მოსწავლის სტატუსის შეწყვეტა, რომლის უკან, რიგ შემთხვევაში, სწორედ ბავშვთა ქორწინების მოტივი დგას.


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი ბავშვთა ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების მიხედვით, კვლავ იკვეთება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ზრუნვის სააგენტოს შორის კოორდინირებული მუშაობის და არსებული დაცვის და დახმარების მექანიზმების
ეფექტიანი გამოყენების პრობლემები.


მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელი უწყებებიდან მხოლოდ სააგენტოს აქვს დამტკიცებული „სოციალური მუშაკებისთვის ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვის შესახებ“ პრაქტიკული სახელმძღვანელო დოკუმენტი, შესწავლილი ინდივიდუალური საქმეებიდან კვლავ იკვეთება სოციალურ მუშაკთა მხრიდან არაეფექტიანი რეაგირება, რაც, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ წინასწარი განწყობებითა და სტერეოტიპული დამოკიდებულებითაა გამოწვეული ასევე, პრობლემურია ბავშვობის ასაკში შესაძლო ქორწინების ფაქტებზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ 184 შესაძლო დანაშაულზე დაიწყო გამოძიება და 74 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, პროკურატურის მონაცემებით, არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნეს 50 ბავშვი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა 45 პირის მიმართ დაიწყო.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პრობლემები უკავშირდება ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დაბალ ინფორმირებულობას, სტერეოტიპებსა და შესაბამის პრაქტიკას

რატომ ვთესავთ ხორბალს წინასააღდგომოდ და რა უნდა გავითვალისწინოთ ხასხასა ჯეჯილის მისაღებად

პიროვნება

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება“

სკოლები

აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება