მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N190 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლების პროექტებში.
ახლახან, სკოლის VIII კლასების წარმატებულმა მოსწავლეებმა - მარიამ ხორგუაშვილმა, ანანო მჭედლიშვილმა და ელენე ხუროშვილმა, მშობლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ბავშვებისა და მშობლების ვორქშოპში: „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“.
მოსწავლეებისთვის სემინარი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. მე-8 კლასელებმა საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს.
პროექტი განხორციელდა ევროპის საბჭოს ბავშვთა უფლებების სამმართველოს მიერ, თბილისის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით.
თბილისის N190 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს აღნიშნული შესაძლებლობისათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ