მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები.
მათ შორის აღსანიშნავია, დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე - „დედა, ქალი ბურჯი და ქვაკუთხედი ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის და სამშობლოსი“.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ: ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს, გაიხსენეს სახელოვანი ქალები, დედები, დედოფლები. ბავშვებმა ასევე მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
„დღე, რომელიც დღესასწაულად იქცა დიდხანს ემახსოვრებათ, როგორც სასკოლო, ისე მთლიანად სოფლის, თემის საზოგადოებას“,- ასე აფასებენ ღონისძიებას სკოლაში და ამაყობენ მოსწავლეთა შემოქმედებითობით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ