მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას ემსახურებოდა მე-2 კლასის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს, მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
პატარებმა ყველაზე საყვარელ ადამიანებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს, პედაგოგს კი სიამაყის საფუძველი მისცეს. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა ნონა ხოზბერუაშვილმა.
„ჩვენს სკოლაში გამორჩეულად თბილი და ემოციური დღე იყო. დედის დღესთან დაკავშირებით, მეორე კლასის მოსწავლეებმა სითბოთი, სიყვარულითა და მადლიერებით სავსე ღონისძიება მოაწყვეს.
ლექსები, ამაღელვებელი სცენარები და ნაზი მელოდიები ყველა დედის უსაზღვრო სიყვარულს ეძღვნებოდა“, - ასე აფასებენ ღონისძიებას სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ