მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში გაიმართა პატარა, თუმცა შთამბეჭდავი და შემეცნებითად დატვირთული ღონისძიება, რომელშიც მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თემატიკურად ღონისძიება ეძღვნებოდა აქტუალურ და საინტერესო თემას – „ექიმი და ავადმყოფი“.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო IV კლასის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი შუშანა პილტოიანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი - მაკსიმ გალსტიანი, IV კლასის დამრიგებელი- ნუნე გალსტიანი და მოსწავლეთა მშობლები.
მოსწავლეებმა როლური თამაშები მოირგეს და განასახიერეს ექიმები და პაციენტები. ბავშვებმა მხატვრულად და ხალისიანად გადმოსცეს ის ყოველდღიური სიტუაციები, რაც ხშირია ექიმისა და ავადმყოფის ურთიერთობაში. მათი თამაში იყო არა მხოლოდ სახალისო არამედ მეტად შემეცნებითი.
მოსწავლეებმა ისწავლეს როგორ უნდა მოვიქცეთ ავადობის დროს, რას აკეთებს ექიმი, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და რატომ არის მნიშვნელოვანი ჰიგიენა და სწორი კვება.
ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებში არა მხოლოდ პროფესიისადმი ინტერესის გაღვივება, არამედ ჯანმრთელობისადმი გააზრებული დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ