მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სახალისო ლოგიკური ამოცანების ამოხსნა ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას, ასევე მეტად საინტერესოს და მარტივს ხდის მათემატიკის შესწავლას. სწორედ ამ მიზნით ჩატარდა ვიქტორინა IVბ კლასში, რომელიც შემეცნებითი და სახალისო აქტივობების იდეალური ნაზავი იყო.
ვიქტორინა ჩატარდა ორ ტურად, გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ლოგიკური და ვიზუალური ამოცანების ამოხსნაში.
თითოეული ამოცანა მოსწავლეთა უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურებოდა - მათ უნდა ეჩვენებინათ სწრაფი ანალიზი, მოხერხებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
თამაშისას კლასში შექმნილი იყო სასიამოვნო და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემო.
თამაშის ფორმატმა მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, თავიანთი ცოდნა პრაქტიკაში გამოეცადათ,
დაძაბული და თანასწორი პაექრობის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი „მთვარე“.
ვიქტორინამ არა მხოლოდ ცოდნის დონის ამაღლებას, არამედ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასაც შეუწყო ხელი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.