მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, დავით ნაჭყებია ბლიც-ინტერვიუსი საინტერესო მოსაზრებებს გვიზიარებს, მოსწავლეების სკოლისა და ზოგადად, სასკოლო საკითხების მიმართ. როგორც დირექტორი აღნიშნავს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მოსწავლე ურთიერთობისას უნდა გრძნობდეს სამართლიანობაა. რადგან, სწორედ სამართლიანობის შეგრძნება და სიყვარული აყალიბებს ნდობას და ურთიერთპატივისცემას. ამასთან, თვლის რომ ოქროსა და ვერცხლის მედლები, ისევე როგორც კომპიუტერები მოსწავლეებს გამოცდის საფუძველზე უნდა ეძლეოდეს. გაეცანით დირექტორის პოზიციას უფრო სხვადასხვა საინტერესო საკითხზე:
-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
-მოსწავლის ნდობის მოსაპოვებლად ძირითადად საჭიროა ორი რამ: მისი გულწრფელი სიყვარული და სამართლიანობა.
-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
-განათლებას აქვს სულ მცირე სამი მნიშვნელობა: ა) პიროვნული განვითარება, ბ) საკუთარი მატერიალური კეთილდღეობა და გ) რაც უფრო განათლებული და პროფესიონალია ადამიანი, მით უფრო კარგი სპეციალისტია თავისი საქმის. ეს კი თავის მხრივ, მეტ საზოგადოებრივ კეთილდღეობას გულისხმობს.
-საშინაო დავალება უნდა იყოს:
-ზომიერი მოცულობის; საინტერესო და უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.
-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
-ოქროს მედლისა და კომპიუტერის მოპოვება უნდა ხდებოდეს ობიექტური გამოცდების საფუძველზე ან შემოვიღებდი დეტექტორს, რომელიც მოსწავლის მოსვლას და წასვლას დააფიქსირებდა (მაგ; თითის ანაბეჭდით). ეს 10-12 კლასებში მოსწავლეთა გაცდენების პრობლემას აღკვეთდა.
-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
-სპორტი, რომელსაც მაშინ ფიზ-მომზადება ერქვა.
-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
-მასწავლებლად ავირჩევდი რუსთაველს, ვაჟა-ფშაველას, მერაბ კოსტავას ან ზვიად გამსახურდიას.
-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
ა) ტექნოლოგიებით გაჯერებული;
ბ) ყოველ 50 მოსწავლეს ეყოლება ერთი ფსიქოლოგი;
გ) კლასში იქნება მხოლოდ 5-10 მოსწავლე;
დ) მანდატური ეყოლება მცირეკონტინგენტიან სკოლებსაც;
ე) ყოველ 10 მასწავლებელს ეყოლება პროფესიული განვითარების თანაშემწე-ტრენერი;
ვ) შეიცვლება სპორტის სწავლების ფორმატი;
ზ) შემოიღებენ ბიზნესის, სოციალური ფსიქოლოგიის , მსოფლიო ლიტერატურის და სხვა საგნების სწავლებას...
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ