მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ.
ახლახან, დეხვირის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა - მზევინარ მეშველიანმა მე-6 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი. გაკვეთილის თემატური ბლოკი გახლდათ - მუსიკა და კინო, ხოლო თემა - მუსიკის როლი ხმოვან კინოში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან გაკვეთილის მიზანია, მოსწავლეებმა გაიაზრონ, თუ რა როლი აქვს მუსიკას კინოში, შეძლონ და ამოიცნონ ემთხვევა თუ არა გარემოს განწყობა მთავარი პერსონაჟის შინაგან განწყობასა და კინოეპიზოდების მაგალითზე დაყრდნობით განსაზღვნონ, რაში მდგომარეობს სასპენსი.
გაკვეთილი გამოირჩეოდა სიანტერესო შემოქმედებით-შემეცნებითი აქტივობებით, მაღალი ინტერაქციითა და ჩართულობით.
ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ ხარისხის ჯგუფის წევრები, რომელთაც სასწავლო პროცესი დადებითად შეაფასეს.
„წარმატებას ვუსურვებთ შრომისმოყვარე მზევინარ მასწავლებელს და მის ყოჩაღ მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოწაფეთა აქტიურობა და მასწავლებლის კრეზტიულობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ