მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გამომუშავებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის, 3 აპრილს, საბუნებისმეტყველო კათედრაზე ჩატარდა საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელის ჰაერის დაბინძურების გლობალურ პრობლემას მიეძღვნა და მისი სახელწოდება იყო - „ჰაერის დაბინძურების ლოკალური და გლობალური პრობლემები“.
ბავშვებმა ისაუბრეს ადგილობრივ, ლოკალურ პრობლემებზე, რომელსაც იწვევს მანგანუმის მადნის მოპოვება, - თვითონ მანგანუმზე, მის გამოყენების სფეროებზე და აღნიშნეს, თუ რა პრობლემა შეიძლება შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას მისმა გადამუშავებამ.
ასევე ისაუბრეს გლობალურ პრობლემებზე, დათბობაზე და ოზონის ხვრელზე.
ნაჩვენები იყო ვიდეორგოლები ჰაერის დაბინძურების შესახებ. ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ