მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N28 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე; ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სკოლაში მნიშვნელოვანი პროიორიტეტია ცხოვრების ჯანსაღი წესი და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესება, რასაც სხვადასხვა შეჯიბრებაში მიღწეული შედეგებიც ადასტურებს.
ახლახან, ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე, Azerbaijan Grand Prix, სადაც 14 ქვეყნის 600-მდე სპორტსმენთან ერთად ასპარეზობდნენ საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის წარგზავნილები, საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილი დაიკავა - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლით.
ტურნირის ერთ-ერთი ოქრსომედალოსანი კი გახლავთ გიორგი ონიანი - თბილისის N28 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე, რომლის დაბრუნებასაც მეგობრები და ზოგადად, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდნენ.
„მესამე კლასის მოსწავლეები სიხარულითა და ოვაციებით შეხვდნენ საკუთარ ჩემპიონს.
ვულოცავთ გიორგის ამ დიდ წარმატებას და შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებთ“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ამჟამად, მიმდინარეობს ევაკუაცია - მხოლოდ ეს ვიცით, დანარჩენს იმედია გამოძიება დაადგენს“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ბავშვებმა დიდი გულმოდგინებით მოამზადეს ლექსები, სიმღერები და სასცენო წარმოდგენები
კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო და შემეცნებითი, არამედ სახალისოც აღმოჩნდა