მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.
რა განაპირობებს სკოლის წარმატებას და რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? - ამ მეტად აქტუალურ კითხვას ზარიძეების საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ზვიად გიანაშვილი etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში პასუხობს და იმასაც გვიმხელს, რომელ ცნობილ პიროვნებას ინატრებდა თავად მასწავლებლად?
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- ცოდნა და ემპათია...
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- ჯერ არ მინახავს უმეცრების მიერ აშენებული სახელმწიფო.
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- გაკვეთილის თემის შესაბამისი, ინტერესისა და ხალისის სინთეზი მოსწავლეთათვის.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
-სიკეთე ვაქციოთ ბავშვთა შორის შეჯიბრების საგნად, რომ ამ მხრივ აჯობონ ერთმანეთს.
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- გეოგრაფია.
- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- ტარიელ ხარხელაურს.
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- სრულად ფუნქციური, დამოუკიდებელი, ღირსეული, დაფასებული და შეფასებული ჯეროვნად, სახელმწიფოს მიერ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია
ღრმაღელის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს სამეწარმეო კლუბი „გამრჯე ხელები“, რომელსაც ხელმძღვანელობს პედაგოგი მარიკა წიქარიძე