მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა განაპირობებს სკოლის წარმატებას და რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? - ამ მეტად აქტუალურ კითხვას იხტილის საჯარო სკოლის დირექტორი ვანუჰი მალხასიანი etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში პასუხობს და იმასაც გვიმხელს, რომელ ცნობილ პიროვნებას ინატრებდა თავად მასწავლებლად?
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, იხტილის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- გამჭვირვალობა სასწავლო პროცესში, თანამშრომლობა და სანდოობა...
-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- თითოეულ მოსწავლეს უნდა გააჩნდეს შესაბამისი უნარ-ჩვევები, კრიტიკული აზროვნების უნარი... ასევე განათლება აუცილებელია თითოეული მოსწავლის პიროვნული განვითარებისთვის.
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- მოსწავლისათვის გასაგები - მის უნარებსა და შესაძლებლობებზე მორგებული.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- თითოეული საგნის სწავლებას შესაბამის გარემოში და ასევე დამატებით რესურსებს...
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- მშობლიური ენა (სომხური), რუსული ენა.
- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- მარია მონტესორის.
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- მაღალი ხარისხის ინტერნეტით, სასწავლო რესურსებით, ცალკეული საგნების კაბინეტებით, სპორტ დარბაზით, ულამაზესი ეზოთი და ელექტრონული ტექნოლოგიებით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ამჟამად, მიმდინარეობს ევაკუაცია - მხოლოდ ეს ვიცით, დანარჩენს იმედია გამოძიება დაადგენს“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ბავშვებმა დიდი გულმოდგინებით მოამზადეს ლექსები, სიმღერები და სასცენო წარმოდგენები
კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო და შემეცნებითი, არამედ სახალისოც აღმოჩნდა