მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი წერეთლის სახელობის, საჩხერის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე; ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სკოლაში მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ცხოვრების ჯანსაღი წესი და ახალგაზრდების სპორტით დაინტერესება, რასაც სხვადასხვა შეჯიბრებაში მიღწეული შედეგებიც ადასტურებს.
ახლახან, საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ილია ერაძემ, ჭადრაკში ელიტ ლიგა - c კატეგორიაში - მესამე ადგილი დაიკავა.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, ეს გახლდათ კიდევ ერთი წარმატებული ტურნირი საჭადრაკო კლუბ „მერანში“ - Chess Club Merani.
„უკვე ტრადიციად აქცია ილიკომ თითქმის ყველა ტურნირში საპრიზო ადგილი.
მადლობა მწვრთნელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობთ და მოტივაციას აძლევთ ამ პატარა ბიჭს, რომელსაც დიდი მიზნები აქვს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ამჟამად, მიმდინარეობს ევაკუაცია - მხოლოდ ეს ვიცით, დანარჩენს იმედია გამოძიება დაადგენს“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ბავშვებმა დიდი გულმოდგინებით მოამზადეს ლექსები, სიმღერები და სასცენო წარმოდგენები
კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო და შემეცნებითი, არამედ სახალისოც აღმოჩნდა