მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? როგორ უნდა მოიპოვოს პედაგოგმა მოსწავლის ნდობა? როგორ წარმოუდგენია მომავლის სკოლა და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორობის პრინციპის გათვალისწინება? - აქტუალურ კითხვებს კასპის მუნიციპალიტეტის, ქვემო ხანდაკის დაწყებითი კლასების პედაგოგი - ლალი მურადაშვილი პასუხობს, სამართლიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და წარმატებული სკოლის საიდუმლოსაც გვიმხელს.
ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- მოსმენა, ყურადღება, იგრძნოს რომ მნიშვნელოვანია ჩემთვის.
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- ცხოვრებაში ცხოვრებას გვასწავლის...
- საშინაო დავალება უნდა იყოს…
- მარტივი, სახალისო და მცირე რაოდენობის.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- მეგობრობა, ნდობა, ერთგულება, მოსმენა, მათი გადმოსახედის დაფასება...
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- ქართული ენა და ლიტერატურა.
- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- ვინც ყველა სფეროში მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულია, რამდენადაც ყველა საგნის გარკვეული ცოდნა არა მარტო საჭირო, აუცილებელიცაა, ამას ვურჩევ ჩემს მოსწავლეებსაც
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- ღირებულებების და პრიორიტეტების დაფასებით, ახალგაზრდების ინტერესების დაცვით და გათვალისწინებით, მათზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ