მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.
რა განაპირობებს სკოლის წარმატებას და რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? - ამ მეტად აქტუალურ კითხვას ფოთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მორგოშია etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში პასუხობს და იმასაც გვიმხელს, რომელ ცნობილ პიროვნებას ინატრებდა თავად მასწავლებლად?
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- მან შენგან იგრძნოს გულწრფელობა და სიყვარული.
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- ხელს გვიწყობს მიზნის მიღწევაში, აღქმაში, ანალიზში, დასკვნების გამოტანაში...
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- საინტერესო და მოსწავლის შესაძლებლობებს მორგებული...
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- დღის შეჯამების წუთებს 2 მარტივი კითხვით: ერთი რამ, რაც დღეს ჩემს თავს მოვუწონე და ერთი - რაც დავუწუნე...
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია.
- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- ჩემთვის ყველა ადამიანი მასწავლებელია, რომელთაგანაც ვსწავლობ, რა, როგორ უნდა ან რა არ უნდა გავაკეთო...
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- აბსოლუტურად სხვა ინფრასტრუქტურითა და პროფესიული თუ ადამიანური თვალსაზრისით ჩამოსაყალიბებლად მეტი არჩევანის შესაძლებლობით...
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ამჟამად, მიმდინარეობს ევაკუაცია - მხოლოდ ეს ვიცით, დანარჩენს იმედია გამოძიება დაადგენს“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ბავშვებმა დიდი გულმოდგინებით მოამზადეს ლექსები, სიმღერები და სასცენო წარმოდგენები
კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო და შემეცნებითი, არამედ სახალისოც აღმოჩნდა