მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? როგორ უნდა მოიპოვოს პედაგოგმა მოსწავლის ნდობა? როგორ წარმოუდგენია მომავლის სკოლა და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორობის პრინციპის გათვალისწინება? - აქტუალურ კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეფრემოვკის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მერი ნერსესიანი პასუხობს.
etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში მოსწავლეთა საყვარელი მერი მასწავლებელი სამართლიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და წარმატებული სკოლის საიდუმლოსაც გვიმხელს.
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- მასთან გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება, მოსმენის უნარი და სამართლიანი მიდგომა.
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- ის აყალიბებს კრიტიკულ აზროვნებას, აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, განვითარდეს და თავი რეალიზებულად იგრძნოს.
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული, შემოქმედებითი და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- ეს იქნებოდა „მეგობრობის დღე“ თვეში ერთხელ, როცა კლასში ურთიერთობებსა და გუნდურობაზე იმუშავებენ.
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- იყო ისტორია რადგან ის მაძლევდა საშუალებას, წარსულში „მემოგზაურა“ და უკეთ შემეცნო დღევანდელი სამყარო.
- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- ალბერტ აინშტაინს, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ამჟამად, მიმდინარეობს ევაკუაცია - მხოლოდ ეს ვიცით, დანარჩენს იმედია გამოძიება დაადგენს“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ბავშვებმა დიდი გულმოდგინებით მოამზადეს ლექსები, სიმღერები და სასცენო წარმოდგენები
კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო და შემეცნებითი, არამედ სახალისოც აღმოჩნდა