მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? როგორ უნდა მოიპოვოს პედაგოგმა მოსწავლის ნდობა? როგორ წარმოუდგენია მომავლის სკოლა და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორობის პრინციპის გათვალისწინება? - აქტუალურ კითხვებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის გეოგრაფიის წამყვანი-მასწავლებელი, მზია თორდია პასუხობს.
etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში მოსწავლეთა საყვარელი მზია მასწავლებელი სამართლიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და წარმატებული სკოლის საიდუმლოსაც გვიმხელს.
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- მოსწავლის ნდობის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლისთვის, მოსწავლე მასში უნდა ხედავდეს მეგობარს, ადამიანს რომელსაც უყვარს ბავშვები, არის სამართლიანი.
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- განათლება არის გარანტი, რომ ცხოვრებაში დასახულ მიზანს მიაღწიოს ადამიანმა.
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- საგაკვეთილო მიზანს მორგებული, არა მხოლოდ ცოდნის შესამოწმებელი არამედ მოსწავლეს უნდა უვითარებდეს, ინფორმაციის მოძიების, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების უნარებს.
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- გეოგრაფია უპირველეს ყოვლისა, რამაც განაპირობა ჩემი არჩევანი, თუმცა ძალიან მიყვარდა ლიტერატურა, დამატებით ბევრ ლიტერატურულ ნაწარმოებს ვკითხულობდით და დღევანდელ ახალგაზრდებსაც ვურჩევდი - ბევრი იკითხონ.
- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- სიამოვნებით დავესწრებოდი დიმიტრი უზნაძის გაკვეთილებს.
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- მოსწავლეეებმა განათლება მიიღონ იმ მიმართულებით, რომელიც მომავალში სპეციალობის არჩევაში გამოადგებათ, ანუ სკოლაში მიიღებენ პროფესიულ განათლებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ამჟამად, მიმდინარეობს ევაკუაცია - მხოლოდ ეს ვიცით, დანარჩენს იმედია გამოძიება დაადგენს“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ბავშვებმა დიდი გულმოდგინებით მოამზადეს ლექსები, სიმღერები და სასცენო წარმოდგენები
კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო და შემეცნებითი, არამედ სახალისოც აღმოჩნდა