მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N45 საჯარო სკოლას დირექტორი ნინო ჩიხლაძე წარმატებით ხელმძღვანელობს. სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს მორგებულ სასწავლო პროცესს უზრუნველყოფს, სადაც თითოეული მოსწავლის აზრი მნიშვნელოვანი და გათვალისწინებულია. თვლის, რომ სკოლა არა მხოლოდ ცოდნის, არამედ თანაგრძნობის და ურთიერთპატივისცემის ადგილიც უნდა იყოს.
ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი აღნიშნავს, რომ პოზიტიური უკუკავშირი-წახალისება და კონსტრუქციული კრიტიკა ეხმარება მოსწავლეს განვითარებაში და აძლევს რწმენას რომ მასწავლებელი მის გვერდითაა. მოწაფეებს ასწავლის, რომ განათლება მათ თავისუფლად ფიქრის, არჩევანის საშუალებას აძლევს. ამ ღირებულებებით კი ერუდირებული და ინტელექტუალური მომავალი თაობის აღზრდას ღირეულად ემსახურება.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N45 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჩიხლაძე პასუხობს.
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- პატივისცემა - მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მას პატივს სცემ როგორც ინდივიდს, რომ შენთვის მისი აზრი მნიშვნელოვანია.
მოსმენა და ყურადღება- მოსწავლეები შენდამი ნდობას მაშინ იძენენ, როდესაც ხედავენ რომ მასწავლებელი გულწრფელად უსმენს, ესმის და აინტერესებს მისი აზრი და საჭიროებები.
ემპათია და თანაგრძნობა - მასწავლებელმა ყოველთვის უნდა შეძლოს მოსწავლის პოზიციაში ჩადგომა. როცა ბავშვი ხედავს, რომ მასწავლებელი მის გრძნობებს იზიარებს, ის უფრო იოლად ენდობა მას.
პოზიტიური უკუკავშირი - წახალისება და კონსტრუქციული კრიტიკა ეხმარება მოსწავლეს განვითარებაში და აძლევს რწმენას რომ მასწავლებელი მის გვერდითაა.
ადეკვატური კომუნიკაცია და გულწრფელობა - როცა მასწავლებელი გულწრფელია და გასაგებად მეტყველებს, მოსწავლეს უფრო ადვილად უჩნდება ნდობა.
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- ის გვაძლევს თავისუფლად ფიქრის, არჩევანის და ცხოვრების გზის არჩევის საშუალებას - ის არ გვაწვდის მხოლოდ ცოდნას, არამედ გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ უკეთ.
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- აზრიანი, მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი და მოტივაციის გამაძლიერებელი - არა უბრალოდ დროის შესავსებად, არამედ ისეთი, რაც ცოდნას გაამყარებს და აზროვნებას განავითარებს.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- „ყოველდღე თითო სიკეთის ერთი ქმედება ყველასგან ყველასთვის“-რათა სკოლა არა მხოლოდ ცოდნის, არამედ თანაგრძნობის და ურთიერთპატივისცემის ადგილიც გახდეს.
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- ქართული ენა და ლიტერატურა.
- რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- დიმიტრი უზნაძეს, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ ფსიქოლოგს, რადგან მისი სწავლებები ფსიქოლოგიის, ადამიანური ბუნებისა და მოტივაციის სფეროში მოსწავლეებს გაუცნობიერებლად საკუთარ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს. მისი გაკვეთილები დაუვიწყარი და სახასიათო იქნებოდა.
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- მომავლის სკოლა აუცილებლად ბევრად უფრო ტექნოლოგიურად განვითარებული და თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად მორგებული წარმომიდგენია.
მე წარმოვიდგენდი ასეთ სკოლას სადაც იქნებოდა:
1. პერსონალიზებული სწავლება- სადაც თითოეულ მოსწავლეს ექნება ინდივიდუალური სწავლების გზა და მისი ინტერესების, უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით შეირჩეოდა მასალა.
2. ინტერაქტიური და ვირტუალური გაკვეთილები-ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა ვირტუალური და გაზრდილი რეალობა. დაეხმარებოდა მოსწავლეებს, რომ გაკვეთილები იყოს უფრო ვიზუალური და ინტერაქტიული.
3. გუნდური მუშაობა და პროექტებზე დაფუძნებული სწავლება- ჯგუფურ საქმიანობასა და პრაქტიკულ პროექტებზე გათვლილი სწავლებები, სადაც ბავშვები სწავლობენ ერთმანეთთან თანამშრომლობას, ახალი იდეების გენერირებას და რთული პრობლემების გადაჭრას.
4. ემოციური ინტელიგენცია- სკოლა ყურადღებას გაამახვილებდა სოციალურ და ემოციურ უნარებზე. მოსწავლეები ისწავლიდნენ არა მხოლოდ საკითხებს, არამედ როგორ გაუმკლავდნენ სტრესს, კონფლიქტებს, როგორ მოიქცნენ რეალურ ცხოვრებაში.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.