მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სახალხო დამცველის რესურსსკოლების მონიტორინგის 2024 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ უმეტეს შემთხვევაში მოსწავლეთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმების წარმოება არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს. გეგმები არ არის სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროში გაწერილი. ისგ-ს გუნდის შეხვედრები კი არ ტარდება საჭირო პერიოდულობით, რაც აზიანებს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს; ჯგუფის სხდომის ოქმები შაბლონურია.
მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ყველა სკოლაში შემუშავებულია ბრძანება ისგ ჯგუფის შექმნის შესახებ თითოეულ მოსწავლეზე. სკოლათა უმეტესობაში ისგ ჯგუფი იკრიბება დადგენილი მინიმუმის შესაბამისად ან საჭიროებისამებრ და დგება შეხვედრის ოქმები.
შემოწმებამ გამოავლინა, რომ ნაკლებია ისგ ჯგუფის შეხვედრებში მშობელთა ჩართულობა. ზოგიერთი მშობელი საერთოდ არ მონაწილეობს გუნდის საქმიანობაში. შეხვედრის ოქმების ანალიზმა აჩვენა, რომ თითქმის ყველა სკოლაში, ისგ ჯგუფის სხდომის ოქმები შაბლონურია და დეტალურად არ არის განხილული კონკრეტული სსსმ მოსწავლის სწავლის მიმდინარეობის პროცესი. ასევე არ არის გადმოცემული შეხვედრაში მონაწილე ყველა პირის მიერ გამოთქმული მოსაზრება და არ ჩანს მოსწავლესთან მუშაობის დინამიკა, არსებული საჭიროებები თუ სირთულეები.
ისგ-ს შემუშავების ჭრილში სკოლებში დამკვიდრებულია არაერთგვაროვანი პრაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სკოლათა უმეტესობაში ყველა მოსწავლისთვის არის შემუშავებული, სკოლათა ნაწილში მხოლოდ რამდენიმე მოსწავლისთვისაა შედგენილი. ზოგ შემთხვევაში, კონკრეტული მოსწავლის ისგ არ არის შედგენილი ყველა საგანში. მონიტორინგმა ცხადყო, რომ მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა სკოლათა ნაწილისთვის რთულია.
სკოლების გარკვეულ ნაწილში ინდივიდუალური სასწავლო გეგმები კვლავ მეორე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით და ძველ ფორმებში იწარმოება.
ცალკეული სკოლების მიერ წარმოდგენილი ისგ-ს ნაწილი შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით არის წარმოებული. თუმცა, გეგმათა ნაწილში (დასახელებული და სხვა სკოლების შემთხვევებში) ხშირად არის დარღვეული ძირითადი მახასიათებლები. კერძოდ, ისინი არ არის სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროში განსაზღვრული. საგნობრივ შეფასებებში, მოსწავლის ზოგიერთი უნარის შესახებ, მოიცავს მწირ და ზოგადი ხასიათის ინფორმაციას. რაც შეეხება კომპლექსურ დავალებებს, ისინი წარმოდგენილია მხოლოდ რამდენიმე თემაზე. ხოლო განსახორციელებელი აქტივობები არ არის მრავალფეროვანი და მულტიმოდალურ პრინციპებზე დაყრდნობით შემუშავებული. ეს არღვევს სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინციპებს და ართულებს დასახული მიზნების მიღწევას. დადგენილი წესის მიუხედავად, ყველა სკოლაში არ არის გაწერილი მოსწავლეთა პროგრესთან დაკავშირებული საკითხები. ზოგიერთ სკოლაში კი, მხოლოდ მოსწავლეთა ნაწილზეა წარმოდგენილი.
ისგ-ს შინაარსობრივი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ გაწერილი პროგრესის შეფასება ზოგ შემთხვევაში დეტალურია. თუმცა უმეტესად მცირე მოცულობისაა, შედგენილია რამდენიმე წინადადებით და არ არის მითითებული მიღებული უკუკავშირი ან მხარდაჭერის დონე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დაკარგული მოსწავლეები გლდანში იპოვეს - დეტალები
„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებლი იყოს განათლებული, სამართლიანი“
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერეო და შემეცნებითი აღმოჩნდა