მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერეო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და გაკვეთილებს თანამედროვე მეთოდებით, სახალიო აქტივობებითა და სხვადასხვა სასწავლო რესურსით უმრავალფეროვნებენ. მათ შორის მოსწავლეთა დიდი ინტერესით სარგებლობს პრეზენტაციები. აქტივობა კი მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება, მათ შორის ავითარებს პასუხისმგებლობას, კვლევა-ძიების უნარებს და მოითხოვს დამოუკიდებელ მუშაობას.
ახლახან, IX კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების მიმდინარეობების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს მათ მიერ შერჩეულ სტილზე, ნახატებზე და მათი შერჩეული მიმდინარეობის ცნობილ მხატვრებზე.
აქტივობა ემსახურებოდა მოსწავლეების მიერ ხელოვნების სტილის ისტორიული კონტექსტის გაგებასა და ხელოვნების მიმდინარეობების მთავარი მახასიათებლების გააზრებას.
მე-9 კლასელებმა გამოიკვლიეს და გაიაზრეს სხვადასხვა ხელოვნების სტილის ისტორიული კონტექსტი, მთავარი მახასიათებლები და გავლენა კულტურაზე, ისწავლეს როგორ უკავშირდება ხელოვნების მიმდინარეობები ისტორიულ, კულტურულ და სოციალურ პროცესებს და როგორ აისახება ეს დღევანდელ ხელოვნებაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ