მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება.
ახლახან, სკოლაში დედაენის დღისადმი (14 აპრილი) მიძღვნილმა კვირეულმა აიღო სტარტი.
პროექტის ხელმძღვანელი დირექტორის მოადგილე შორენა ხეცურიანი განხლავთ.
უკვე განხორციელდა სამი საგანმანათლებლო აქტივობა:
1.ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა თავიანთ კლასებში ჩაატარეს ლექცია ქართული ენის წარმომავლობისა და განვითარების შესახებ.
2. ჩატარდა კონკურსი კალიგრაფიაში საფეხურების მიხედვით.
3. მე-3 კლასის დამრიგებელმა, ნონა ბერიძემ თავის სადამრიგებლო კლასში განახორციელა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ენა ისეთი, ქართული როა...“, რომელსაც მოსწავლეთა მშობლები და სკოლის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
კვირეული საინტერესო და მიზანმიმართული აქტივობებით არის დატვირთული. კვირეული 14 აპრილს მხატვრულ- მუსიკალური კომპოზიციებით შეჯამდება.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ