მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლე მუსლიმ ბორჩაშვილმა, მეგობრებთან ერთად, შექმნა ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც ცხოველების ფერმას მტაცებლებისგან თავდასხმისგან იცავს.
მოსწავლის იდეა რეალურ საჭიროებაზე დაყრდნობით გაჩნდა და საბოლოოდ გადაიზარდა ფუნქციურ მოწყობილობად, რომლის მთავარი დანიშნულებაა ფერმერის დროული გაფრთხილება იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე უახლოვდება.
მტაცებლის მიახლოებისას, სისტემა მათ აფიქსირებს და ერთდროულად ორი გზით გადააქვს ინფორმაცია:
1. იგი ფერმერის მობილურ ტელეფონზე გზავნის განგაშის შეტყობინებას სპეციალური აპლიკაციის საშუალებით;
2. პარალელურად, ფერმის მახლობლად დამონტაჟებული სისტემა რთავს ხმოვან სიგნალს – განგაშის ზარს, რომელიც ფერმერის ყურადღებას იპყრობს.
მოსწავლის თქმით, იდეის ინსპირაცია პირადი გამოცდილებიდან დაიბადა, როდესაც მის პაპას მგლებმა ცხვრის ფარა გაუნადგურეს, ოჯახს კი დიდი ფინანსური ზარალი მიადგა. სწორედ ეს შემთხვევა გახდა იდეის წყარო.
მოსწავლემ იდეა მეგობრებს გაუზიარა და მათთან ერთად, გუნდური მუშაობის შედეგად, მწყობილობა შექმნა.
მოწყობილობა უკვე წარმატებით ფუნქციონირებს – მასში გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტიც, რაც მისი სიზუსტისა და ეფექტურობის დამატებითი გარანტიაა. ამჟამად, მოსწავლეები ტექნოპარკის მხარდაჭერით, მოწყობილობის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.
დაგეგმილია ახალი სენსორების დამატება, რომლებიც უფრო ზუსტად და ადრეულ ეტაპზე დააფიქსირებს საფრთხეს. სისტემას ასევე დაემატება სპეციალური ხმოვანი ეფექტები – მაგალითად, თოფის გასროლის ან ადამიანის ყვირილის ხმები, რაც კიდევ უფრო ეფექტურად დააფრთხობს მტაცებლებს.
მოწყობილობის მიზანი მარტივია – დაიცვას ფერმერის შრომა და ცხოველები შესაძლო ზარალისგან.
მოსწავლეთა ეს ინიციატივა ცხადად აჩვენებს, როგორ შეიძლება ახალგაზრდების იდეებმა მნიშვნელოვან ცვლილებებს ჩაუყაროს საფუძველი.
მოსწავლეთა ინოვაციური გამოგონების შესახებ ტელევიზიამ სიუჟეტი მოამზადა, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ