მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას ღონისზიებით მიაგეს პატივი.
ღონისძიება მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ამ ისტორიული დღის მნიშვნელობის გაცნობა.
მოსწავლეები არც ისე შორეულ წარსულში „დაბრუნდნენ“, კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები და დღე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას დაედო საფუძვლად.
„ჩვენ ვშრომობთ იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი იყოს უკეთესი. ამიტომაც „საქართველოს ყველა კუთხემ უნდა იყვავილოს“,-აღნიშნეს მოსწავლეებმა და ამ სლოგანით საინტერესო პლაკატიც შექმნეს.
შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ