მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბზობის წინა დღეს, ლაზარეს შაბათს, ძველი ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, მორწმუნეები ხორბალს თესავენ. აბიბინებულ ჯეჯილში წითლად შეღებილ კვერცხს დებენ და ასე ეგებებიან აღდგომას.
ლაზარეს აღდგინება იმის მანიშნებელი იყო, რომ ქრისტე ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველია. ჯეჯილი ხორბლის დათესვით მიიღება, რომელიც პურისა და ასევე ქრისტეს ხორცის სიმბოლოა.
მწვანე ჯეჯილი ახალი ცხოვრების სიმბოლოა, რომელიც იესო ქრისტემ ადამიანებს თავისი აღდგომით მიანიჭა.
როგორ დავთესოთ ხორბალი და მოვუაროთ, რომ ხასხასა ჯეჯილი მივიღოთ?
- ბამბა თხლად უნდა დააფინოთ ლანგარზე და კარგი, ხარისხიანი ხორბალი თანაბრად და ბლომად მოაბნიოთ, რომ ჯეჯილი ხშირი იყოს. შემდეგ წყალი უნდა დაასხათ და თბილ ადგილას დადოთ. მუდმივად უნდა დანამოთ, არ უნდა ამოშრეს და არც ზედმეტი წყალი უნდა ჰქონდეს.
ხუთი რჩევა:
1) ხორბლის მარცვალი სწრაფად რომ გაღივდეს და კარგად გაიზარდოს, უნდა გარეცხოთ, ოდნავ შემთბარი წყალი დაასხათ და მთელი ღამე გააჩეროთ.
2) დილას წყალი გადაღვარეთ, ხორბალი გარეცხეთ და მინის ქილაში გადაიტანეთ. ქილას თავი დააფარეთ და ხორბალი 24 საათის განმავლობაში დატოვეთ. მომდევნო დღეს ქილიდან ამოიღეთ, წყალი გადაავლეთ და დასათესად მზადაა.
3) ჭურჭელში, რომელშიც ხორბლის დათესვას აპირებთ. 4-5 სანტიმეტრის სისქეზე ჩააფინეთ ბამბა ან ჩაყარეთ სუფთა მიწა.
4) „ნიადაგი“ თბილი წყლით დანამეთ და ზემოდან, 1 სანტიმეტრის სისქეზე, ხორბალი მოაბნიეთ.
ლანგარი თბილ და ნათელ ადგილზე დადგით, რომ მარცვლები სწრაფად გაღივდეს.
5) „ნიადაგი“ რომ არ გამოშრეს, დილა-საღამოს დანამოთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პრობლემები უკავშირდება ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ დაბალ ინფორმირებულობას, სტერეოტიპებსა და შესაბამის პრაქტიკას
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის