მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბავრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბავრის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლება პრიორიტეტულია და ადგილობრივი ბავშვები ზედმიწევნით აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის ცოდნა მათი სამომავლო წარმატებისთვის.
ახლახან, ბილინგვური სწავლების პედაგოგების, ალვარტ მადოიანის, ლუსინე მანასიანის და ლეილა კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
გაზაფხულის ამ მშვენიერ დღესასწაულს, მოსწავლე-მასწავლებლებმა მრავალფეროვანი თემატური აქტივობები მიუძღვნეს და კიდევ ერთხელ უთხრეს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ადამიანებს, რომ ისინი ძალიან უყვართ;
როგორც სკოლაში გვიამბობენ, ამ დღეს, რომელიც დღე-სასწაულად ჩაიწერა „ცოდნის ტაძრის“ ისტორიაში, დედაშვილობის მადლით გაჯერებული ემოციები კიდევ უფრო ალამაზებდა.
„ღონისძიებამ ძალიან ლამაზად და ნაყოფიერად ჩაიარა... ქართულ-სომხურ ენაზე წარმოდგენილი მსგავსი აქტივობები კი, ხელს უწყობს მოსწავლეებს ენის ბარიერის დაძლევაში, ასევე ზოგადად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში. მადლობას ვუხდით პედაგოგებს გაწეული შრომისთვის და ბავშვების სიყვარულისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.