სიახლეები
პიროვნება

„მომავლის სკოლა მხოლოდ ცოდნის მიწოდებას არ შესძლებს“... - გიული მანთაშაშვილი, დიდი დმანისის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
10-04-2025
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის, დიდი დმანისის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.

რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? როგორ უნდა მოიპოვოს პედაგოგმა მოსწავლის ნდობა? როგორ წარმოუდგენია მომავლის სკოლა და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორობის პრინციპის გათვალისწინება? - აქტუალურ კითხვებს დიდი დმანისის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გიული მანთაშაშვილი პასუხობს, რომელიც სამართლიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და წარმატებული სკოლის საიდუმლოსაც გვიმხელს.

- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...

- პატივისცემა, თანაგრძნობა, მხარდაჭერა, შესაძლებლობისა და საჭიროების გათვალისწინება.

- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...

- ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას, ავითარებს მოქალაქეობრივ თვითშეგნებას.

- საშინაო დავალება უნდა იყოს...

- ზოგადად, საშინაო დავალება აუმჯობესებს დამოუკიდებელად მუშაობის უნარს, თუმცა მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობაც, რომლებიც თავად ეცნობიან სასწავლო პროცესსა და შვილის შესაძლებლობას.

- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...

- მედიაწიგნიერების პლატფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...

- ქართული ენა და ლიტერატურა

- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...

- დიდ მწერალს, საზოგადო მოღვაწეს, ქართველი ერის დიდ გულშემატკივარს - ილია ჭავჭავაძეს.

- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...

- ვფიქრობ, იქნება სრულიად განახლებული: ვირტუალური ბიბლიოთეკები, ტექნოლოგიური რესურსები და სხვა ჩაანაცვლებს ჩვენი დროის მეთოდებს, ვგულისხმობ, წიგნს. მომავლის სკოლა მხოლოდ ცოდნის მიწოდებას არ შესძლებს, ის ტექნიკურ უნარებს მიაქცევს ყურადღებას.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება