მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბავრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ; ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
ახლახან, ბავრის საჯარო სკოლამ 9 აპრილის მოვლენებს ღონისძიება მიუძღვნა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლე-მასწავლებლებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და ასე მიაგეს პატივი დაღუპული გმირების ხსოვნას.
მე-5 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა: ვენერა ბერიკიანმა, სპარტაკ ირიციანმა, სარა ბერიკიანმა, არმენ ირიციანმა, ქრისტინე ბერიკიანმა, მანე გაბრიელიანმა, ზორი პაპოიანმა, გალია ასათიანმა, სარქის ბერიკიანმა, ნარეკ ასლანიანმა, ვართან გაბრიელიანმა, ანჟელა კუიმჩიანმა - წარმოთქვეს ქართველი პოეტების ანა კალანდაძის, შოთა ნიშნიანიძის, გალაკტიონ ტაბიძის, ნოდარ ჯალაღონიას, ილია ჭავჭავაძის, მირზა გელოვანის, ლადო ასათიანისა და სხვა ქართველი პოეტების ლექსები პატრიოტიზმზე, სამშობლოზე...
ბავშვები საქართველოს სიყვარულში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ: „პატრიოტებს ვზრდით ბავრის საჯარო სკოლაში... დიდება საქართველოს“, - ასე გამოეხმაურა თავად სკოლა მოსწავლეთა აქტივობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენას მიეძღვნა.
ინფორმაციისთვის: 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ