მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბეჟანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ცდილობს, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
მათ შორის, ბეჟანოს საჯარო სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და მოსწავლეთა დაინტერესება სპორტით, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რასაც ადასტურებს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული წარმატებები.
სპორტის საერთშორისო დღეს, ბეჟანოს საჯარო სკოლა მასშტაბური პროექტით შეუერთდა: მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 კლასებს შორის ჩატარდა შეჯიბრი, რომელში მონაწილეობაც სახალისო აღმოჩნდა ბავშვებისთვის.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მომავალ თაობებში სპორტით დაინტერესებას, აქტივობას კი ხელმძღვანელობდა სპორტის მასწავლებელი პეტო მკოიანი.
გაიცანით საპრიზო ადგილზე გასული გუნდები:
I ადგილი - მე-6 კლასი.
II ადგილი - მე-4 კლასი.
III ადგილი - მე-7 კლასი.
სპორტულ აქტივობაში მონაწილე მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ