მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხორენიის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.
რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი და როგორ უნდა მოიპოვოს პედაგოგმა მოსწავლის ნდობა? - აქტუალურ კითხვებს ხორენიის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ლეილა დათაშვილი პასუხობს.
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- ბავშვი მშობლის შემდეგ ყველაზე მეტ დროს ატარებს მასწავლებელთან, მისგან სწავლობს ბევრ რამეს. მასწავლებელს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აბარია. მას ბავშვები უნდა უყვარდეს და ჰქონდეს მოთმინების უნარი, როგორიცა თბილი დამოკიდებულება, ყურადღებიანობა და მზრუნველობა მას დაეხმარება მოსწავლის ნდობის მოპოვებაში.
კარგი მასწავლებლობა მხოლოდ სასწავლო საგნის კარგად ცოდნას არ ნიშნავს - მასწავლებელს არა მხოლოდ მოეთხოვება კომპენტენტურობა, არამედ მათ უნდა იცოდეს სწავლების მეთოდები და ბავშვთან მიდგომები.
- განათლება მნიშვნელოვანია რადგან....
- განათლების მიზანი და მნიშვნელობა ეროვნულ სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე ოჯახის, საზოგადოებისა და საკუთარი უფლებების პასუხისმგებლობის მცოდნე ახალგაზრდობის აღზრდაში მდგომარეობს.
- საშინაო დავალება უნდა იყოს....
- საშინაო დავალება საკლასო სამუშაოს გაგრძელება და თითოეული მოსწავლის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი....
- ქართული ფილმებისა და მულტფილმების ყურებას, რათა უკეთ ისწავლონ ქართული ენა.
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა....
- საგანი რომელიც განსაკუთრებით მიყვარდა და მიყვარს ეს არის ქართული ენა და ლიტერატურა, რომელსაც ვასწავლი.
- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- ავირჩევდი შალვა ამონაშვილს.
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა....
- აღჭურვილი რესურსებით...
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ