მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეფრემოვკის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.
რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? როგორ უნდა მოიპოვოს პედაგოგმა მოსწავლის ნდობა? როგორ წარმოუდგენია მომავლის სკოლა და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორობის პრინციპის გათვალისწინება? - აქტუალურ კითხვებს ეფრემოვკის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, ანნა აბრაჰამიანი პასუხობს.
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- ჩემი აზრით, სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია მოსწავლის ნდობის მოპოვება, რადგან ეს უფრო ეფექტურს გახდის სასწავლო პროცესს.
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან
- ის ეხმარება მოსწავლეებს განივითარონ კრიტიკული აზროვნება, თავდაჯერებულობა და თავი იგრძნონ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- ჩემი აზრით, საშინაო დავალება აუცილებელია, ის ეხმარება ბავშვებს დამოუკიდებლად იმუშაონ, იფიქრონ, შექმნან.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- ურთიერთდახმარება და მეგობრობა
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- გეოგრაფიისა და ისტორიის საგნები.
- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- კიმ უნგ-იონგს, რადგან ის გამოირჩევა თავისი ნიჭით, შრომისმოყვარეობით და მათემატიკური და ენობრივი შესაძლებლობებით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ